ეკონომიკა

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: 2020 წელს IT სექტორმა პირველად მიიღო ბიუჯეტი სამხედრო განვითარებისათვის

პირველად სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სამინისტრომ მიიღო ბიუჯეტი სამხედრო განვითარებისათვის. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ჰაიკ ჩობანიანმა განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ, საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საქმეთა მუდმივმოქმედი საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვისას.

მისივე თქმით, 2020 წლის დეკემბერში დეპარტამენტს დამატებით გამოეყო 3,4 მილიარდი დრამი (≈7 მლნ $)  რომელიც მთლიანად დაიხარჯა თავდაცვის შეკვეთებზე. ”ამან შექმნა ახალი შემოსავლები სამრეწველო საწარმოებისთვის და გაზარდა თავდაცვის სისტემის ტექნოლოგიური აღჭურვილობა ქვეყნის მასშტაბით,” – აღნიშნა ჩობანიანმა.

სამინისტროს საერთო ბიუჯეტმა დაახლოებით 9 მილიარდი დრამი (≈17 მლნ $) შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button