
შეერთებული შტატები, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, მხარეებთან მუშაობის პრინციპის ერთგული რჩება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მდგრადი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად. ჩვენ მხარეებს ვურჩევთ, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელსაც ხელმძღვანელობენ მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.
Tert.am- ის შეკითხვას, რას ფიქრობენ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის შეთავაზებაზე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი კრიზისის დაძლევის შესახებ, ასე გამოეხმაურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი ოფიციალური პირი:
,,შეერთებული შტატები შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისო საზღვარზე ადგილის მქონე ბოლოდროინდელი მოვლენებით, აზერბაიჯანის ძალების მიერ რამდენიმე სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრებით. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ ინციდენტი გადაჭრან სწრაფად და მშვიდობიანი გზით. შეერთებული შტატები მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას”. თავის პასუხში მან ასევე გაიხსენა მათი ორგანიზაციის მიერ 27 მაისს გამოქვეყნებული განცხადება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის არმია ნახევარ თვეზე მეტია სომხეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ის შემოიჭრა რამდენიმე მიმართულებით, გაღრმავდა კილომეტრებით, და არ ტოვებს ტერიტორიას. უფრო მეტიც, ხდება რეგულარული ინციდენტები, მაგალითად, მოხდა გასროლები, რის შედეგადაც სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, გეღარქუნიქის მხარეში 6 სომეხი სამხედრო ალყაში მოექცა და ტყვედ იქნა აყვანილი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ.
კრიზისის გადასაჭრელად, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საზოგადოებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შესთავაზა გეღარქუნიქის რეგიონის სოთქიდან სიუნიქის რეგიონის ხოზნავარის საკონტაქტო ხაზამდე ორივე მხარემ გაიყვანონ შეიარაღებული ძალები . მან შესთავაზა დამკვირვებლების განთავსება რუსეთიდან ან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წარმომადგენელი ქვეყნებიდან, რის შემდეგაც იგივე დამკვირვებლები იმუშავებენ სასაზღვრო პუნქტების დასაზუსტებლად.