მთავარიპოლიტიკა

შარლ მიშელი მიესალმება სომხეთის პოზიციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ

სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი სრ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი, შეხვდა ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

მხარეებმა პირად საუბარში ისაუბრეს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პროცესზე, ყოვლისმომცველი გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ პროგრამებზე, კერძოდ, ერთობლივ ღონისძიებებსა და ქმედებებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიის განმტკიცება ჩვენს ქვეყანაში.

 ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელობას ანიჭებს შეთანხმების “საგზაო რუქის” ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას.

შარლ მიშელი მიესალმა ბოლო სამი წლის განმავლობაში სომხეთში დაწყებულ რეფორმებს და სომხეთის მთავრობის მიერ დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავოს და გააფართოოს პარტნიორობა სომხეთის მთავრობის პრიორიტეტების აღსრულებაში.

სრ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დეტალები მიაწოდა 44-დღიანი არცახის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარების შესახებ. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დატოვების აუცილებლობას, ინფორმაცია მიაწოდა ამ მიმართულებით განხორციელებული დიპლომატიური და მოლაპარაკებების მოქმედებების, აგრეთვე შექმნილი ვითარების მოგვარების თაობაზე სრ უსაფრთხოების საბჭოს 27 მაისის სხდომაზე მის მიერ შეთავაზებული წინადადების შესახებ.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება აზერბაიჯანის პროვოკაციულ ქმედებებზე, ნაბიჯები გადადგან სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების უზრუნველსაყოფად და მიესალმება ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აზერბაიჯანს მოუწოდებს გაათავისუფლოს ყველა სომეხი ტყვე დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე.

ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიესალმა სომხური მხარის პოზიციას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებასთან დაკავშირებით და გამოხატა ევროკავშირის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ამ პროცესს.

ნახეთ მეტი
Back to top button