მთავარიპოლიტიკა

5 წლის განმავლობაში გაერო 230 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს სომხეთს

ვიცე პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მჰერ გრიგორიანმა და სომხეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა შომბი შარფმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს “გაეროს მდგრადი განვითარების პარტნიორობა სომხეთისთვის 2021-2025 წწ.” ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის მთავრობის პრესსამსახური.

”ეროვნული განვითარების პრიორიტეტების საფუძველზე შემუშავებული შეთანხმება აჯამებს  სომხეთში მოქმედი და  არარეზიდენტი გაეროს 20 სტრუქტურის კოლექტიურ შეთავაზებას ქვეყნისთვის, რომლითაც გაერო 230 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას აცხადებს  სომეხი ხალხის სასარგებლოდ”,-ნათქვამია განცხადებაში.

”დღეს ხელმოწერილი დოკუმენტის წყალობით, ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ გაეროს 2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელებას”, – აღნიშნა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა.

პარტნიორობის ჩარჩო, რომელსაც ხელი მოაწერეს მჰერ გრიგორიანმა და სომხეთში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა შომბი შარფმა, გაეროს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს სომხეთში მოქმედი გაეროს ყველა სტრუქტურის მუშაობას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში.

”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ორმაგი კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას გეზი აიღოს უფრო ნათელი, მშვიდობიანი, აყვავებული სომხეთისკენ”. ეს შეთანხმება განსაზღვრავს სომხეთში გაეროს ყველა სააგენტოს ამბიციურ, კოლექტიურ ხედვას, რომლის მიზანია ხალხის კეთილდღეობისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება, ”მწვანე” ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობა, ეფექტიანი მართვის სისტემის  განმტკიცება და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, ვისიმეს უგულებელყოფის გარეშე”, – თქვა ბ-ნმა შარფმა.

პარტნიორობის ჩარჩო 14 თვიანი კონსულტაციის პროცესის შედეგია, რომელიც განხორციელდა  სომხეთის მთავრობასა და სხვა ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, აკადემიასთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. ეს ასევე ასახავს სომხეთში მცხოვრები ხალხის მოსაზრებას, რომელიც შეგროვდა გაეროს 75-ე გლობალური კვლევის მეშვეობით. პარტნიორობის სფერო ასევე ასახავს KOVID-19 პანდემიურ რეაგირებას და მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო კონფლიქტის შედეგების დაძლევაზე მიმართულ რეაგირების ღონისძიებებს.

ნახეთ მეტი
Back to top button