მთავარიპოლიტიკა

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დასავლეთის სანქციებზე ერთობლივ პასუხს შეიმუშავებს

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი დასავლეთის სანქციებზე  ერთობლივ პასუხს ამუშავებს,  მაგრამ ეს უნდა იყოს ლეგიტიმური მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმების თვალსაზრისით, ,,რია ნოვოსტის“ განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე პანკინმა.

”დღის წესრიგში დგას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ქვეყნების) მიმართ მესამე ქვეყნების არამეგობრული სანქციების საპასუხოდ ზომების მიღების საკითხი, ის იხილება და განიხილება. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს თემა უნდა ეხებოდეს ამგვარი სანქციების კონკრეტულ ფორმებს, მასშტაბს, მოცულობას, ზიანს და შესაძლო საშუალებებს, რაც კანონიერი იქნებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და სხვა ინსტრუმენტების თვალსაზრისით. რომ არ მოხდეს ,,თვალი თვალის წილ“, – აღნიშნა პანკინმა SPIEF- ის კულისებში.

მისივე თქმით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ამ საკითხზე მუშაობს, მასში “ბევრი სხვადასხვა ნიუანსია”. ”ეს ის თემა არ არის, რომელიც ეტაპობრივად გაშუქდება საჯაროდ, ძალზე მგრძნობიარეა”, – დასძინა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button