
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მიულოცა რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, სადაც მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარების მიზნით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას.
”2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის, რომელმაც შეაჩერა სასიკვდილო სამხედრო მოქმედებები მთიან ყარაბაღში, ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ აუცილებელია სიღრმისეული მუშაობის გაგრძელება ხანგრძლივი მშვიდობის პირობების შესაქმნელად. ეს ნიშნავს, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის მშვიდობიანად დემარკაციას, და ტყვეთა დაბრუნებას ახლობლებთან”, – აღნიშნა მაკრონმა.
თავის მისალოც წერილში მაკრონმა დაარწმუნა ალიევი, რომ პარიზი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, შეასრულებს ყველა თავის ვალდებულებას, რათა დაამყაროს მაღალი დონის დიალოგი, და რომ “შესაძლებელია სამართლიანი, მდგრადი მშვიდობის და საერთო კეთილდღეობის მიღწევა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის”.