
სომხეთი ახლა ელექტროენერგიის იმპორტს ახორციელებს საქართველოდან, მისი იაფი ფასის გათვალისწინებით. ამის შესახებ 3 ივნისს, ეროვნულ ასამბლეის საგანგებო სხდომაზე განაცხადა რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა.
სხვათა შორის, მისი თქმით, სომხეთს ამ სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა შეუძლია ექსპორტის რეჟიმშიც.
”მაგრამ იმპორტი სომხეთში ელექტროენერგიის დეფიციტით არ არის განპირობებული, ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ საქართველოში ელექტროენერგია უფრო იაფია, ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ. ამის გამო, თებერვლიდან ივნისამდე ჩვენ უზრუნველვყავით ტარიფის დადებითი შედეგი 2.6 მილიარდი დრამის (50 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით”,- აღნიშნა ვარდანიანმა.
ამასთან, მან არ დაასახელა საქართველოდან მოწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა.