მთავარიპოლიტიკა

სომეხმა სამშვიდობოებმა წვრთნები ჩაატარეს კოსოვოში

სომხური კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც კოსოვოში სამშვიდობო მისიას ასრულებდნენ, სამხედრო ვარჯიშები ჩაატარეს მათთვის დასაცავად მინდობილ სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე.

როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ხორვატიის და საბერძნეთის შეიარაღებული ძალების  სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო თავდაცვის ქვედანაყოფები. უმაღლესმა სარდლობამ მაღალი შეფასება მიანიჭა წვრთნების შედეგებს, სომხური კონტინგენტის პროფესიონალიზმს და ინიციატურობას.

ნახეთ მეტი
Back to top button