სომხეთი ნაბიჯებს დგამს ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. უცხოელები ამ სფეროს ანიჭებენ უპირატესობას

სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ეკოტურიზმი ერთ-ერთი პრიორიტეტული ტურისტული მიმართულებაა და ახლა უკვე ნაბიჯები ხორციელდება მისი შემდგომი განვითარების მიმართულებით.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა რომანოს პეტროსიანმა.
”ეკოტურიზმი წამყვან როლს ასრულებს სომხეთის გარემოს დაცვის სფეროში, რადგან საქმე გვაქვს სპეციალურად დაცულ ტერიტორიებთან, სადაც არის ეკლესიები, ისტორიული და კულტურული ძეგლები, ციხეები და ულამაზესი ადგილები. ჩვენი ამოცანაა, არ დავაზიანოთ ეს სიმდიდრე, დავაფასოთ იგი, ვიზრუნოთ მასზე, დავიცვათ სუფთად და გადავცეთ იგი შემდეგ თაობებს. ეკოტურიზმის პროდუქტის თვალსაზრისით, ის ბოლო პერიოდში გახდა შიდა და ადგილობრივი ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – აღნიშნა პეტროსიანმა.
მისივე თქმით, სომხეთში უცხოელმა ტურისტებმა დაიწყეს უპირატესობის მინიჭება ეკოტურიზმისთვის და არა თუ ავტობუსებით შემეცნებითი მიმართულებებისთვის.