სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეორე მოსმენით სრულად მიიღო კანონპროექტი სამრეწველო კანაფის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, პარლამენტის სხდომაზე “ნარკოტიკების და ფსიქოტროპული (ფსიქოაქტიური) ნივთიერებების შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ და დანართად წარმოდგენილი კანონპროექტების პაკეტმა მიიღო 68 მომხრე ხმა.
კანონში ცვლილებით დაიშვება ინდუსტრიული კანაფის წარმოება, ლეგალური ბრუნვა, იმპორტი, ექსპორტი, საბითუმო ვაჭრობა.
ინდუსტრიული კანაფის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი და საბითუმო ვაჭრობა იქნება სალიცენზიო საქმიანობის ერთ – ერთი სახეობა. გათვალისწინებულია, რომ სამრეწველო კანაფის წარმოება, იმპორტი, ექსპორტი ან საბითუმო ვაჭრობა იქნება კვოტირებული.