
სომხეთში ჩატარდება სპეციალური სამხედრო სწავლება “ქუხილი -2021”. ”ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ განაცხადა კუხოს სპიკერმა ვლადიმერ ზაინეტდინოვმა.
”სწავლების ფარგლებში შეიმუშავებენ ორეტაპიან პრაქტიკულ ოპერაციებს ჯავშანტექნიკის, სპეციალური მანქანების, ავიაციის, უპილოტო მფრინავი აპარატების და მაძიებელი ძაღლების გამოყენებით”, – აღნიშნა მან.
ზაინეტდინოვმა დასძინა, რომ 1-3 ივნისს სომხეთში გაიმართა საშტაბო მოლაპარაკებები წვრთნების მოსამზადებლად, რაც გულისხმობს კუხოს სწრაფი რეაგირების კოლექტიური ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ფორმირებას.
კუხო– ს ფარგლებში ჩატარებული სწავლებები “ქუხილი” ფოკუსირებული იქნება ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი, რომელიც 2021 წელს კუხოს– ს თავმჯდომარე იყო.