პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანისთვის უჩვეულოა, რომ სიუნიქისა და გეღარქუნიქის სასაზღვრო ინციდენტები მოხდა არჩევნების დანიშვნის შესახებ მისი განცხადებიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასეთი მოსაზრება გამოთქვა აბოვიანში მოქალაქეებთან შეხვედრაზე.
”მე არ მჯერა შეთქმულებების, ვცდილობ, დიდი ყურადღება არ გავამახვილო, მაგრამ არის უცნაური ფაქტები. მე 10 მაისს ვაცხადებ, რომ იშლება ეროვნული კრება, ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და 12 მაისს ხდება მოვლენები სიუნიქსა და გეღარქუნიქში. აშკარაა, რომ არსებობს გარე ძალები, რომელთაც სურთ ”დაწერონ’’ ჩვენი არჩევნების შედეგები”, – აღნიშნა ფაშინიანმა.
მან დასძინა, რომ ძალზე საშიში სიტუაციაა, მოუწოდა იყონ ძალიან ფხიზლად, მყარად და ერთიანი. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირწმუნება, რომ ხალხი როგორც მისცემს ხმას, შედეგებიც ზუსტად ასე იქნება გამოხატული.