ეკონომიკამთავარი

დიახ, დღეს სომხეთი ბიზნესისთვის სამოთხეა. ნიკოლ ფაშინიანი

ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ რევოლუციური ცვლილებები შევიტანეთ საგადასახადო სფეროში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა 5 ივნისს, პარტიის “სამოქალაქო ხელშეკრულების” ფანდრაიზინგის საღამოზე.

”2018 წელს მთავრობას ბიზნესის დავალიანება ჰქონდა დაახლოებით 270 მილიარდი დრამი (დაახლოებით 500000 მლნ. დოლარი). ამ სამ წელიწადში ჩვენ ეს ვალი პრაქტიკულად ნულამდე შევამცირეთ. ჩვენ დამატებითი ღირებულების გადასახადის სფეროში ისეთი ცვლილებები შევიტანეთ, რომ მიმდინარე წლის მაისში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ბიზნესმენმა 20 მაისს ითხოვა დღგ-ს დაბრუნება, და ის 25 მაისს მიიღო. ეს სომხეთის ისტორიაში არასდროს მომხდარა.

ჩვენ შევპირდით, რომ სომხეთს ბიზნესის სამოთხედ გადავაქცევთ და შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, სომხეთი დღეს ბიზნესისთვის სამოთხეა ამ სისტემის გაგებით. იმის გამო, რომ სომხეთში არ არის მონოპოლიები, სომხეთში არ ხდება სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის მიერ ძალოვანი იძულება”, – აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button