პოლიტიკა

სიცოცხლისუნარიანობის მტკიცებულება თუ სახის გადარჩენის მცდელობა. კუხო სომხეთში სამხედრო წვრთნებს ჩაატარებს

კუხომ გადაწყვიტა სამხედრო წვრთნების ჩატარება სომხეთში. ეს განცხადება მოჰყვა სასაზღვრო დაძაბულობის საკითხით სტრუქტურისთვის სომხეთის მიმართვის და საზღვარზე  ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით საერთაშორისო დამკვირვებლების  განთავსების შესახებ ნიკოლ ფაშინიანის წინადადებას.

”კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის განცხადება ”ელვა 2021” სპეციალური წვრთნების სომხეთში ჩატარებისთვის არასაკმარისი პასუხია, თუ ამას ჩავთვლით ოფიციალური ერევნის მიერ ამ სტრუქტურისთვის მიმართვაზე რეაგირებად”, – აღნიშნა პოლიტოლოგმა ჰაკობ ბადალიანმა. მისივე შეფასებით, სომხეთში კუხოს სამხედრო წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება არის სტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობის დამტკიცების ნაბიჯი ან სახის გადარჩენის მცდელობა.

ბადალიანის აზრით, არსებობს კიდევ ერთი დასაბუთება. ”ვინაიდან სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სასაზღვრო სიტუაციის განმუხტვის მიზნით შესთავაზა ეუთოს დამკვირვებლების ყოფნის უზრუნველყოფა აქ, კუხო- ს სამხედრო წვრთნები, ასევე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ევროკავშირსა და აშშ-ს ყოფნის შეჩერების ნაბიჯი. მაგრამ სწორი დიპლომატიის მართვის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გავაგებინოთ მოსკოვს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს აქ ყოფნა შეიძლება იყოს სათამაშო ბარათი რუსეთის ხელში ანკარის წინააღმდეგ მოქმედებისათვის, რადგან თურქეთი მუდმივად უყენებს ახალ მოთხოვნებს რუსეთს”, – აღნიშნა ბადალიანმა .

გუშინ რუსულმა სააგენტომ “Sputnik”, კუხოს პრეს-მდივანზე მითითებით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში ჩატარდება სპეციალური სწავლება “ელვა 2021”.

ნახეთ მეტი
Back to top button