სომხეთის მთავრობას “დერეფნის ლოგიკის” არცერთი საკითხი არ განუხილავს, არ იხილავს და არ განიხილავს. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ განაცხადა “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის წინასაარჩევნო სიის სათავეში მდგარმა, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, პარტიის ფანდრაიზინგი-საღამოს დროს პარტიის პროგრამის პრეზენტაციაზე, ხაზგასმით აღნიშნა რა 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების ყველა მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება.
”ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენი გარე უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი გარე უსაფრთხოების დაცვა ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის მოგვარებაც უნდა შევძლოთ. და ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ რამდენიმე ინსტრუმენტი: ჩვენი დიპლომატია და საგარეო პოლიტიკა, მეორე, ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და არმიის რეფორმები, სომხეთში ნამდვილი პროფესიონალური არმიის შექმნით”, – აღნიშნა ფაშინიანმა და მოუწოდა პროფესიონალური არმია არ აურიონ საკონტრაქტო ჯართან.
მან ხაზი გაუსვა, რომ ისინი წავლენ ჯარისკაცის საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლების გზით. ფაშინიანმა დასძინა, რომ ეს რთული პროგრამაა, მაგრამ ამის შესახებ დეტალებს საჯაროდ არ განიხილავენ.
”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი უსაფრთხოების მთავარი კომპონენტი, რაოდენ განსხვავებულადაც არ უნდა ჟღერდეს, არის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სამმხრივი დეკლარაციის ყველა მხარემ სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები. სომხეთმა დღემდე შეასრულა თავისი ვალდებულებები და კონსტრუქციულად მუშაობს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა მან.
9 ნოემბრის განცხადების შესახებ, რეგიონში კომუნიკაციების გახსნის ეტაპზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა:
”მსურს აღვნიშნო შემდეგი, რომ სომხეთის მთავრობას “დერეფნის ლოგიკის” არცერთი საკითხი არ განუხილავს, არ იხილავს და არ განიხილავს. თუ გსურთ იცოდეთ რას ნიშნავს 9 ნოემბრის განცხადების პუნქტი რეგიონული კომუნიკაციების გახსნის შესახებ, წაიკითხეთ 11 იანვრის მოსკოვის სამმხრივი განცხადება, სადაც ნათლად არის ნათქვამი რას ნიშნავს ეს პუნქტი”.