მთავარიპოლიტიკა

ყოველდღიური გაზეთი “სომხეთის რესპუბლიკა”. რიგითი ცრუ საფუძვლები

,,მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოუწოდებს ბაქოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე, აზერბაიჯანი განაგრძობს მათზე წამებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამოყენებას. უფრო მეტიც, იგი ყალბ სისხლის სამართლის საქმეებს იწყებს სომეხი ტყვეების წინააღმდეგ.

აზერბაიჯანი, არღვევს რა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ამავე დროს ცდილობს გამოიყენოს მის მიერ მოწოდებული შესაძლებლობები. რამდენიმე დღის წინ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, 40 სომეხმა სამხედრომ 1 ივნისის საღამოს გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი, რის შემდეგაც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ,,ისინი აიძულა დაბრუნებულიყვნენ პირვანდელ პოზიციებზე”. მანამდე იგი აცხადებდა, რომ სომხურმა მხარემ ცეცხლი გახსნა როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის საკონტაქტო ხაზთან, ასევე შუშის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით.

გარდა იმისა, რომ ამგვარი დეზინფორმაციის გავრცელებით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცდილობს სარკისებული ფორმით ვითარების გამწვავება მიაწეროს სომხეთის მხარეს, მისი მიზნები უფრო შორსმიმავალი და საშიშია. შემთხვევითი არ არის, თავდაცვის სამინისტროს მხრივ აღნიშნული ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ვითომ შეჭრის მიმართულება, ანუ ქარვაჭარი. ამით, ფაქტობრივად  აზერბაიჯანული მხარე ცრუ საფუძველს ქმნის მორიგი სამხედრო აგრესიისთვის.”

ნახეთ მეტი
Back to top button