მთავარიპოლიტიკა

თითოეულ თქვენგანს შეუძლია დაკავდეს იმპორტ-ექსპორტით: ფაშინიანი მონოპოლის გაუქმების შესახებ

2018 წლიდან სამშენებლო მასალების შემომტანთა რიცხვი  და მოცულობა გაიზარდა ორჯერ. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის სიას, განაცხადა კამპანიის ფარგლებში ფარაქარის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

„ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რადგან მონოპოლიები გაქრა. დღეს თითოეულ თქვენგანს, ვისაც სურს მისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანა, თავად შეუძლია ამის გაკეთება, რადგან მას წინ ვერავინ ვერ აღუდგება. 2018 წლამდე ასე არ იყო, ხე-ტყის შემოტანისთვის სპეციალური კავშირები იყო საჭირო. თქვენ არ გჭირდებათ არანაირი კავშირები რაიმეს შემოსატანად  და  ან გასატანად. თითოეულ თქვენგანს შეუძლია იმის ექსპორტი ან იმპორტი რაც სურს”, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button