პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი შვებულებაში გავიდა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი დღეს შვებულებაში გავიდა. მის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

”მიეცეს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს წლიური შვებულების ნაწილი 2020-2021სამუშაო წლებისთვის, 2021 წლის 7-18 ივნისის ჩათვლით”, – ნათქვამია ფაშინიანის გადაწყვეტილებაში.

დოკუმენტის თანახმად, ფაშინიანს შეცვლის სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ტიგრან ავინიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button