მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ხედავს სომხეთის მშვიდობიანი განვითარების შესაძლებლობას

ჩვენს  ქვეყანაში შესაძლებელია საფუძველი ჩაეყაროს სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობიანი განვითარების  ეპოქას, რომ  სომეხმა ხალხმა თავისუფლად იცხოვროს და იმოღვაწეოს თავის სამშობლოში.

ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს  პარტია “სამოქალაქო ხელშეკრულების”  სიას, განაცხადა კამპანიის ფარგლებში ფარაქარის თემის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

”მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ  მშვიდობაზე, ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ გარე მშვიდობას, არამედ შინაგან მშვიდობასაც. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ, დიახ, 2021 წლის 20 ივნისის არჩევნები მოწოდებულია სწორედ ამისთვის –  შიდა მშვიდობის აღსადგენად. ამ არჩევნებზე სომხეთის ხალხი მიდის არჩევნებზე, აიღებს მესამე ბიულეტენს და პირველ რიგში ხმას აძლევს საკუთარ თავს.

ხმის მიცემით  ეთანხმება იმას, რომ სომხეთის რესპუბლიკაში არ უნდა არსებობდეს ქურდებისა და ყაჩაღების ძალა, არ უნდა არსებობდეს სომხეთის წინააღმდეგ შეთქმულთა ძალა“,-  თქვა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button