ეკონომიკამთავარი

სომხეთი და საქართველო განაახლებენ სარკინიგზო კომუნიკაციას

სომხეთი და საქართველო განაახლებენ კორონავირუსის გამო შეწყვეტილ სარკინიგზო კომუნიკაციას. პირველი მატარებელი ერევნიდან ბათუმში 15 ივნისს გაემგზავრება. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

”მინდა ვთქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო კავშირი აღდგენილია.  პირველი მატარებელი 15 ივნისს ერევნიდან გაემგზავრება ბათუმის მიმართულებით,  თბილისის გავლით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოკავშირე, მეზობელი ქვეყნის ტურისტები ჩამოვლენ საქართველოში, ჩვენს ზღვისპირა კურორტებზე, ჩვენს დედაქალაქში, სხვა ტურისტულ მიმართულებებზე”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button