საზოგადოება

ტურისტები ბრუნდებიან: სომხეთში ტურისტული კომპანიები ამ სფეროში პროგრესს ამჩნევენ

არცახში 44-დღიანი ომის შემდეგ, ისევე როგორც კორონავირუსის ჯერ კიდევ გადაულახავი დაავადების პირობებში,  სომხეთში ტურისტული სფეროს გამოცოცხლება შეიმჩნევა.

ტურისტული კომპანიის  “სმარტ თრეველ სომხეთის” წარმომადგენელმა ლუსინე ბარსეგიანმა  “არმენსპრესთან” საუბარში აღნიშნა, რომ სფერო ნელ-ნელა აქტიურდება.

”ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ, რომ სომხეთი ახლებურად წარმოვადგინოთ და განსხვავებული, საინტერესო ტურებით ტურისტთა  ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენ მოვიზიდოთ. ჩვენ გვაქვს ორი დიდი ჯგუფი, რომლებმაც უკვე გააკეთეს დათქმები. მათ აირჩიეს მიმართულებები მთელი სომხეთის მასშტაბით, განსაკუთრებით გორის-ტათევის მონასტრის-ხნძორესკის მიმართულებით. ჯგუფები ჩამოვლენ რუსეთის ფედერაციიდან “, – თქვა ლუსინემ და დასძინა, რომ შიდა ტურიზმით დაინტერესებულები პასიურ დასვენებას ამჯობინებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია  “დაივერთა  კლუბის” პრეზიდენტმა ტიგრან აზიზბეკიანმა,  აღნიშნა, რომ ომამდე სომხეთში დაივინგი ვითარდებოდა, რადგან აქ  ძალიან მოსახერხებელი ადგილია ამ მიმართულებით.

”სევანის  ტბა საინტერესოა იმიტომ, რომ ის არის 2000 მეტრის სიმაღლეზე და სასურველი ადგილია დაივერთათვის. აქ არის  სიღრმეები როგორც დამწყებთათვის, ისე პროფესიონალებისთვისაც“,- თქვა აზიზბეკიანმა და დასძინა, რომ სევანის მცირე ტალღები და კარგი ხილვადობა ხელს უწყობს საინტერესო გართობას.

მისი თქმით, სომხეთში დაივინგით  უკვე დაინტერესებული არიან სხვადასხვა ტურისტები და აკეთებენ ჯავშნებს.  ერთ-ერთი მათგანი ამ დღეებში სომხეთში ჩამოდის რუსეთის ფედერაციიდან, მან უკვე გააკეთა თავისი დათქმა.

ნახეთ მეტი
Back to top button