
სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მთავრობა საზღვრის მცხოვრებთა უფლებებს და ზოგადად ადამიანის უფლებებს საფუძვლად არ უდებს დისკუსიებსა და გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ ფეისბუქზე წერს სრ ომბუდსმენი არმან თათოიანი.
”სწორედ ამიტომ მთავრობა არ ასრულებს თავის პოზიტიურ ვალდებულებებს, უშვებს შეცდომებს თავისი მოქალაქეების უფლებებში, პირველ რიგში საზღვრის მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხში.
სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული ყველა საკითხი არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, თანაც ომის შედეგებით განპირობებული და აზერბაიჯანის ხელისუფლების ანტისომხური პოლიტიკის პირობებში.
საფუძვლად უნდა დაედოს ადამიანის და პირველ რიგში საზღვრის მაცხოვრებლების უფლებები, საზღვრის მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობები (სიცოცხლის, საკუთრების, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრების, ბედნიერებისკენ სწრაფვის (pursuit of happiness) და სხვა ფლებები). ჩვენ ამ პოზიციებზე უფრო ძლიერი ვართ საერთაშორისო პლატფორმებზე. და თუ ასე გავაგრძელებთ, ხარვეზები და წარუმატებლობები მხოლოდ გაიზრდება.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დელიმიტაციისა და დემარკაციის სავალდებულო საერთაშორისო პრინციპებია დემოკრატია, ადამიანის უფლებები და უფლების უზენაესობა”, – ნათქვამია პოსტში.