ნობელ არუსტამიანს არ მიუღია აკრედიტაცია აზერბაიჯანული მხარის დაბლოკვის გამო

ნობელ არუსტამიანმა, ჟურნალისტმა და რუსეთის ტელეკომპანიის კომენტატორმა ვერ მიიღო აკრედიტაცია 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის. ამის შესახებ ცნობილმა ბლოგერმა ვასილი უტკინმა განაცხადა.
”თუ მსოფლიოში უსამართლობაა, ასე გამოიყურება ის. ნობელ არუსტამიანი რეალურად ვერ იმუშავებს ევროპის ჩემპიონატზე. ის აკრედიტირებული არ იქნა, ნობელს აკრედიტაცია არ მისცეს იმიტომ, რომ აკრედიტაცია უნდა დაამტკიცონ ყველა ქალაქის საორგანიზაციო კომიტეტებმა და ბაქომ დაბლოკა ის რომელიც, სხვათა შორის, ბაქოში დაიბადა. რა არის ეს? ეს არის მეტად ცუდი პრაქტიკა, როცა ადამიანს რელიგიისა და ეროვნული კუთვნილების საფუძველზე ცამოერთვა თავისი სპეციალობით მუშაობის უფლება ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს ბაქოში, მიიღეთ ჩემი ყინულოვანი ზიზღი”, – წერს უტკინი სოციალურ ქსელში.