მთავარიპოლიტიკა

პროგნოზირება. თუ “ყოფილები” სახელმწიფო გადატრიალებას არ მოახდენენ, საფრანგეთიდან უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამენ

როგორც წესი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ილჰამ ალიევისადმი მიმართულ მოწოდებების მსგავს მოწოდებებს თან ახლავს შემდგომში ორი შესაძლო სცენარი. არმინფოს ასეთი აზრი  გამოუთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფალი მოქალაქის” თავმჯდომარემ ჰოვსეფ ხურშუდიანმა. 3 ივნისის წერილში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ილჰამ ალიევს, გაადვილოს იუნესკოს მისიის არცახში შესვლის ორგანიზება. აღნიშნა რა, მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შექმნის მიზნით  ღრმა მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი ალიევისგან ელოდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას, აგრეთვე სომეხი ტყვეების განთავისუფლებას და მათ ნათესავებთან დაბრუნებას.

“ბაქოს მხრიდან დადებითი პასუხის არ არსებობის შემთხვევაში, საფრანგეთი და მისი მოკავშირეები, შეძლებისდაგვარად გაამკაცრებენ თავიანთ პოზიციას, რასაც მოჰყვება მკაცრი ქმედებები. ეს მოიცავს, მაგალითად, სანქციებს. თუ მაკრონის სიტყვებს კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება, მაშინ საფრანგეთს, რომელიც არის გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი, ელის საერთაშორისო პრესტიჟის დაცემა”, – თქვა მან.

ამ თვალსაზრისით, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ალიევისთვის ამ წერილის გაგზავნით, საფრანგეთის პრეზიდენტი კარგად აცნობიერებდა ყველა ამ დიპლომატიურ და პოლიტიკურ რეალობას. შესაბამისად, საფრანგეთს, მაგალითად, შეეძლო იგივე მოწოდებები გაეკეთებინა სომხეთსა და აზერბაიჯანში ელჩების დონეზე. და ის ფაქტი, რომ ეს არ გაკეთდა, ის ფაქტი, რომ მაკრონმა დარტყმის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ საკუთარი იმიჯიც, ხურშუდიანის აზრით, მეტყველებს პარიზის განზრახვაზე, გამოიჩინოს თანმიმდევრულობა ამ მიმართულებით. ”ეს კი, თავის მხრივ, იმის პროგნოზირების საშუალებას გვაძლევს, რომ სომხეთში ფორს-მაჟორის – შიდა პოლიტიკური შოკების და ,, ყოფილთა“ მხრივ ვითარების დესტაბილიზაციის,  თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების, არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთი მალე მნიშვნელოვნად უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს აზერბაიჯანის მიმართულებით”,- ხაზგასმით აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button