მთავარიპოლიტიკა

რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ყარაბაღში არსებული ვითარება

ორშაბათს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში, მთიან ყარაბაღსა და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი ვითარება. ამის შესახებ იუწყება “interfax.ru”.

განხილვის თემებს შორის იყო აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული ვითარება, აგრეთვე აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების დებულებების შესრულება.

”ხაზი გაესვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისა და წარმოშობილი უთანხმოებების პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტის აუცილებლობას. მინისტრებმა დაადასტურეს ეუთოს მინსკის ჯგუფის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების პროცესში”, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ”საერთაშორისო ორგანიზაციების ნებისმიერი მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ბაქოს და ერევნის თანხმობით”. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე სატელეფონო საუბრისას ჟან-ივ ლე დრიანმა “აღნიშნა საფრანგეთის ძალისხმევები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის განმუხტვის საქმეში”. მინისტრის თქმით, საფრანგეთი მზადაა გააგრძელოს რუსეთთან თანამშრომლობა ამ საკითხში. ორივე ქვეყანა, შეერთებულ შტატებთან ერთად არიან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები.

ნახეთ მეტი
Back to top button