მთავარიპოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან განთავისუფლდნენ

,,სპუტნიკი სომხეთი” წერს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ავეტ ადონცი, არტაკ აპიტონიანი და გაგიკ ღალაჩიანი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის შესაბამისი გადაწყვეტილება რატიფიცირებულ იქნა სომხეთის ვიცე-პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ტიგრან ავინიანის მიერ.

” ვხელმძღვანელობ რა ,,საჯარო სამსახურის შესახებ ” სომხეთის რესპუბლიკის კანონის მე -9 მუხლის პირველი ნაწილით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ავეტ ადონცი, არტაკ აპიტონიანი და გაგიკ ღალაჩიანი გათავისუფლდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების თანამდებობიდან ”, – ნათქვამია გადაწყვეტილებებში.

ამ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს მინისტრის ერთი მოადგილე, არმენ ღევონდიანი.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, არა აივაზიანმა თანამდებობა დატოვა 27 მაისს.

იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილემ ასევე თანამდებობის დატოვების განცხადებები წარადგინეს, მაგრამ სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მთავრობის მორიგ სხდომას საგარეო საქმეთა სამინისტროდან არავინ არ ესწრებოდა.

ნახეთ მეტი
Back to top button