„სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ახალი ვაგონები პირველ საცდელ მარშრუტს ასრულებენ

ტვერის ვაგონის ქარხანაში შეძენილი სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ახალი ვაგონები ერევნის რკინიგზის სადგურიდან პირველ საცდელ მარშრუტს ახორციელებენ. კომპანიამ შეიძინა 27 ვაგონი. პირველი პარტია უკვე სომხეთშია, დანარჩენი კი ივნისის ბოლოს ჩამოვა.
”15 ივნისიდან ახალი ვაგონები დაიწყებენ მუშაობას ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე. ”ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენმა მგზავრებმა მაქსიმალურად ისიამოვნონ მოგზაურობით, რათა მათ იგრძნონ, რომ დასვენება მატარებლით იწყება”, – თქვა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მელნიკოვმა.

კომპანიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რკინიგზა გააგრძელებს მოძრავი შემადგენლობის განახლებას. ზაფხულის ბოლოს ორი ახალი ელექტრომატარებელი ჩამოვა სომხეთში, ხოლო მეორე მომავალ წელს.

სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერგეი კოპირკინი დარწმუნებულია, რომ ახალი მატარებლები ახალ სტიმულს მისცემენ რკინიგზის, ტურიზმისა და ზოგადად სომხეთის ეკონომიკის განვითარებას.

ვაგონები იმუშავებენ ერევანი-თბილისის და ერევან-ბათუმის მარშრუტებზე.