მთავარისაზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი

,,მთავარი არხი” წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  866 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 31 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 351 249
  • გამოჯანმრთელებულია – 335 895
  • გარდაცვლილია – 4 982
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 38 478, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 864 , PCR ტესტით –  14 614
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,13%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,73%
  • კარანტინის რეჟიმში – 34
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 210
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 635

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 174 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 158 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,7 მილიონზე მეტი.

ნახეთ მეტი
Back to top button