სომხეთში ტურიზმი გამოფხიზლების ნიშნებს ავლენს. მეხაკ აპრესანი
სომხეთის ტურიზმის ფედერაციის პრეზიდენტი მეხაკ აპრესიანი ირწმუნება, რომ სომხეთში ტურიზმი გამოღვიძების ნიშნებს ავლენს. ”არმენპრესთან” საუბარში, აპრესანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთში შემომავალი ტურიზმი კვლავ დაიწყებს განვითარებას და გაძლიერებას.
”ამჟამად სომხეთში ხალხი ძირითადად იმ ქვეყნებიდან ჩამოდის, სადაც საზღვრები გახსნილია: რუსეთის ფედერაცია, საქართველო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში განხორციელდა დაახლოებით 86 ათასი ვიზიტი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 65 ათას ვიზიტს 2020 წლის მეორე, მესამე და მეოთხე კვარტალში ერთად აღებულს. მე ვადარებ კორონავირუსის დასაწყისიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, რადგან ყველაფერი გასული წლის მეორე კვარტალში დაიწყო” – თქვა მეხაკ აპრესიანმა. მისივე თქმით, ტურიზმი უკვე “ამბობს”, რომ საჭიროა მუშაობა, შექმნა და აღდგენა. შიდა ტურიზმზე საუბრისას, აპრესანმა თქვა, რომ გასულ წელს იგი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით კორონავირუსის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ. მისი თქმით, ტურიზმის აღდგენა შიდა ტურიზმიდან უნდა დაიწყოს, რაც ხელს შეუწყობს სფეროში არსებული ტვირთის შემსუბუქებას”, – აღნიშნა აპრესიანმა.
მან აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ, მრავალი ქვეყანა, ახლადშექმნილ ბაზარზე, დაიწყებს მსოფლიო ბაზრის მოზიდვას, მაგრამ სომხეთს ამ მხრივ აქვს გასაკეთებელი. აპრესიანის აზრით, უნდა განხორციელდეს მასტიმულირებელი პოლიტიკა, რომ შიდა ტურიზმი განვითარდეს და სომხებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ მათი დასვენების სომხეთსა და არცახში ორგანიზებას.
ლილით დემურიანი