მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა თავისი შვილი ოფიციალურად შესთავაზა სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ

პარტია ,,სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, სრ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგი მზადაა თავისი შვილი გაცვალოს აზერბაიჯანში მყოფ სომეხ სამხედრო ტყვეებზე. როგორც „არმენპრესი“ იტყობინება, ეს განცხადება ფაშინიანმა გააკეთა აპარანელებთან შეხვედრისას, სომხეთის მესამე პრეზიდენტის – სერჟ სარგსიანის სიტყვების საპასუხოდ, რომ ფაშინიანმა უნდა მისცეს თავისი ვაჟი 20-25 სამხედრო ტყვეების დაბრუნების სანაცვლოდ. ”ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვაძლევ ჩემს ვაჟს ყველა ტყვეების სანაცვლოდ”, – განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსა და მესამე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სიტყვით მიმართვისას მან აღნიშნა, რომ მან მათ დაავალა მოილაპარაკონ ამ თემაზე. ”არ გეგონოთ, რომ რაღაც ემოციურს ვამბობ. ოფიციალურად ვამბობ. წადით და მოილაპარაკეთ”, – აღნიშნა ფაშინიანმა და ხაზი გაუსვა, რომ ელოდება მათ პასუხს.

ნახეთ მეტი
Back to top button