მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანული “მართლმსაჯულება”. ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რეზერვის ოფიცერთა კავშირი

აზერბაიჯანში მიმდინარე სასამართლო პროცესებში აშკარად შეიმჩნევა სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ შესაძლო დევნის მცდელობა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რეზერვის ოფიცერთა კავშირმა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: ”ტყვეებიდან უმიზნებენ განსაკუთრებით 50 წელს გადაცილებულ ხალხს, რომლების მიმართ იყენებენ დაშინების, დაშანტაჟების და სხვა მეთოდებს ჩვენების გამოძალვის მიზნით, რომ ისინი სავარაუდოდ მონაწილეობდნენ არცახის პირველ ომში, აზერბაიჯანელი ჯარისკაცების მკვლელობასა და წამებაში.

ამჟამად  ბაქოს სამხედრო სასამართლოში განიხილება სამხედრო ტყვეების – ლუდვიგ მკრტჩიანისა და ალიოშა ხოსროვიანის სისხლის სამართლის საქმე. მათ ბრალი წაუყენეს 113 (წამება), 115 (2) (ომის კანონების დარღვევა), 279 (სამხედრო ფორმირებში მონაწილეობა), 318 (აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) მუხლებით.

კიდევ ერთხელ ვიპყრობთ ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანი არ ერიდება გაყალბებას და ცდილობს რაც შეიძლება მეტი სომეხი სამხედრო ტყვე შეაფასოს ზემოხსენებული ბრალდებებით, რათა ისინი გაცვალონ  სომხეთის ციხეებში დაკავებულ სირიელ საერთაშორისო ტერორისტებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button