პოლიტოლოგის რობერტ ჯონდიანის თქმით, რუსეთ-თურქეთის შეთანხმებები რეგიონალურ პროცესებში გვერდს უვლიან მინსკის ჯგუფს, თუმცა განცხადებებში, მაინც ერთგულენას უცხადებენ მას. მინსკის ჯგუფის აწ შეჩერებული საქმიანობის განახლების აუცილებლობა განხილული იქნება საერთაშორისო მოთამაშეთა მიერ არცახის საკითხის განხილვის დღის წესრიგში, ხოლო სატელეფონო დისკუსიებში გერმანიის მონაწილეობა მიანიშნებს, რომ მინსკის ჯგუფის ფორმატი საკმარისი არ არის.
როგორც ჯონდიანმა თქვა, ”ევროპა ცდილობს უფრო მეტად იყოს ჩართული, რადგან მხოლოდ საფრანგეთის ძალისხმევა არ არის საკმარისი და მინსკის ჯგუფის ფორმატში პროცესების განახლება გარკვეულწილად შეფერხდა, პირველ რიგში, აზერბაიჯანის პოზიციის გამო. დასავლეთი ცდილობდა გერმანიის ჩართვას პროცესში, რათა თავისი წილი გაეზარდოს”.
არცახის საკითხის ინტერნაციონალიზაცია ხდება, ხოლო გერმანია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ქვეყანა, ვერ დარჩება პროცესებისგან შორს, ფიქრობს პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი. მისი თქმით, ბოლო დროს სასაზღვრო ინციდენტები რეგიონს უფრო მნიშვნელოვანს ხდის საერთაშორისო მოთამაშეებისათვის.
”ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი შეიჭრა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე, მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფოების მკაფიო მოთხოვნისა რომ დატოვოს სომხეთი აზერბაიჯანი არ ჩქარობს, ბუნებრივია, ეს ქმნის ახალ პრობლემას რეგიონში უსაფრთხოების თვალსაზრისით, კიდევ უფრო საერთაშორისოს ხდის პრობლემას, საერთაშორისო საზოგადოებას უფრო აქტიურად უწევს ყველა ამ საკითხში ჩართვა“,- ამბობს ედგარ ვარდანიანი.
ბაიდენი და ერდოღანი 14 ივნისს ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში განიხილავენ მთიან ყარაბაღთან, სირიასთან, ავღანეთტან და ირანთან დაკავშირებულ საკითხებს. რუსეთ-ამერიკის სამიტი 16 ივნისს გაიმართება, სადაც შეხვდებიან პუტინი და ბაიდენი. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ ამ შეხვედრაზე ასევე განიხილება არცახის საკითხიც. რობერტ ჯონდიანის აზრით, შეერთებული შტატები ცდილობს აღადგინოს ”ტრამპიზმის” დამანგრეველი შედეგები, დაბრუნდეს სხვადასხვა რეგიონში და სომხეთმა უნდა იპოვოს ინტერესების გადაკვეთის ის სფერო, სადაც მისი ინტერესებიცაა.
პოლიტოლოგი ამბობს:
”შედეგები, რომლებიც ჩვენს რეგიონში ხდება პოლიტიკური პროცესების განხორციელების შემდეგ, გარკვეულწილად ემთხვევა როგორც რუსეთის, ისე თურქეთის ინტერესებს. შეერთებული შტატები ცდილობს საკუთარი როლი შეასრულოს ამ პროცესში, განავითაროს საკუთარი ინტერესები. სამწუხაროდ, ამ მხრივ სომხეთმა დაკარგა თავისი სუბიექტურობა; მხოლოდ ელოდებით, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ჩვენი ინტერესების განთავსება სხვა მოთამაშეთა ინტერესების გადაკვეთის სფეროში”, – ამბობს ღონდიანი.
”შეერთებული შტატები აძლიერებს თავის პოზიციებს და ცდილობს გახდეს უფრო გავლენიანი”, – თქვა პოლიტოლოგმა ედგარ ვარდანიანმა. მისივე თქმით, ოფიციალური ანკარა შეეცდება დაიცვას ოფიციალური ბაქოს მოსაზრებები და ბაიდენი ერდოღანს აგრძნობინებს, რომ თურქეთმა არ უნდა განაგრძოს რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობანი.
”ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბაიდენი დააყენებს ყველა შესაძლო საკითხს, რა თქმა უნდა, იმ თემებს, რომლებიც მის ინტერესებში შედის, ის ასევე დააყენებს ისეთ თემებს, რომლებსაც აქვთ კონფლიქტის გამწვავების, რეგიონის დესტაბილიზაციის პოტენციალი”, – თქვა ვარდანიანმა.
ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბული სასაზღვრო სიტუაციის მოსაგვარებლად. ჯონდიანის თქმით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის წინადადება შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, მაგრამ მას აღსრულება არ უწერია და ეს გამოწვეულია რეგიონში რუსულ-თურქული მზარდი გავლენის გამო. როცა ამ წინადადებას აკეთებდა ის არ მოელოდა საერთაშორისო დამკვირვებლების განლაგებას, მაგრამ მან მსოფლიოს აჩვენა თუ ვინ არიან ამ პროცესის რეალური ბენეფიციარები”, – თქვა რობერტ ჯონდიანმა.
ედგარ ვარდანიანის თქმით, ფაშინიანის წინადადებამ მიიღო არაპირდაპირი დადებითი პასუხი ყველა როლის შემსრულებლისაგან. ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი შეიძლება განხილულ იქნას შეთანხმების მიღწევის გარეშე. ამასთან, მიღებული გამოხმაურების თანახმად, ყველა მოთამაშე მიესალმება დეესკალაციას, ჯარის სარკისებური პრინციპით გაყვანს ან იმ ფაქტს, თუმცა დამკვირვებლებტან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები არ ყოფილა.
პოლიტოლოგების აზრით, რეგიონში რუსულ-თურქული ფავორიტიზმი ჭარბობს, არ აქვს მნიშვნელობა რას განიხილავენ ზესახელმწიფოების ლიდერები, სომხეთმა საკუთარი ინტერესები უნდა წამოწიოსგეოპოლიტიკური ინტერესების შეჯახების სფეროში.
ავტორი: ნანე პეტროსიანი