მთავარიპოლიტიკა

ლავროვი. მთიანი ყარაბაღის სტატუსი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, მაგრამ აქცენტი ახლა ამაზე არ უნდა გაკეთდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრიმაკოვის კითხვათა ფორუმზე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხი უნდა შეთანხმდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით, მაგრამ ახლა ყურადღება ამაზე კი არ უნდა გამახვილდეს, არამედ რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნებაზე.

”მე მესმის, რომ ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი კვლავ გადაუჭრელი რჩება. ის საბოლოოდ შეთანხმდება ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მონაწილეობით, რომლებმაც ამ ეტაპზე ალბათ არ უნდა დააყენონ სტატუსის საკითხი, არამედ ერთად იმუშაონ ჰუმანიტარული საკითხებისადმი ნდობის აღდგენის ზომების გასამყარებლად, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა ერთად იცხოვრონ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთიდღეობის პირობებში. და მე გარწმუნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში, თუ ჩვენ ამ ცხოვრებას უზრუნველვყოფთ, სტატუსის ყველა საკითხი მოგვარდება უფრო მარტივად”, – აღნიშნა რფ სს მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button