სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა შირაკის რაიონის მეწ მანთაშის თემში თავის მომხრეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სომხეთისთვის მიუღებელი არაა დემარკაცია და დელიმიტაცია, ამ სიტყვების არ უნდა გვეშინოდეს.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა დაიწყოს საზღვრების გარკვევის პროცესი დღეს, თუ აზერბაიჯანი მიიღებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების წინადადებას, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჯარები სარკისებური სახით გავლენ სასაზღვრო ხაზიდან, რის შემდეგაც დაიწყება საზღვრის კორექტირების საკითხი.
”სომხეთში არიან ძალები და მოღვაწეები, რომელთაც სურთ დააკავშირონ ეს ორი საკითხი და აბობენ, რომ თუ ხდება საზღვრის დემარკაცია ან დემილიტარიზაცია, მაშინ ყარაბაღის საკითხი იხურება. არა, ასე არ არის და შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მსგავს სიტუაციებს, რომ შემდეგ რაიმე ფაქტების წინაშე დავდგეთ. არ არსებობს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც გარკვეულ მომენტში არ აღმოჩნდეს ამ პრობლემის წინაშე”, – აღნიშნა მან.
ფაშინიანმა შეახსენა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მზად არის უზრუნველყოს საზღვრის დემარკაციისა და დემილიტარიზაციის საკითხებში ექსპერტული დახმარების აღმოსაჩენად, ამასთანავე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ყარაბაღის სამშვიდობო პროცესის სრული აღდგენა მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის წრეებში.
”ჩვენ ვიმუშავებთ უმაღლესი მიზნის მისაღწევად სომხეთის მშვიდობიანი ეპოქის შესაქმნელად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთისა და არცახის ინტერესები შეიძლება შეეწიროს, ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ერთი მეორეს აგრძელებს”, – აღნიშნა მან.