მთავარიპოლიტიკა

ედმონ მარუქიანმა ფილიპ რიკერს გადასცა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისადმი სანქციების დაწესების წინადადების წერილი

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ფრაქციის “ნათელი სომხეთის” ლიდერმა ედმონ მარუქიანმა წერილი გადასცა  ოფიციალური ვიზიტით ერევანში მყოფ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  ფილიპ რიკერს, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობისადმი  სანქციების დაწესების შეთავაზებით. ამის შესახებ ედმონ მარუქიანმა “ფეისბუქის” გვერდზე ჩანაწერი გააკეთა.

„დღეს მე გადავეცი ჩემი წერილი ფილიპ რიკერს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება. წერილში ლაპარაკია აზერბაიჯანის  მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული საომარი დანაშაულების, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიებზე სამხედრო თავდასხმის სამხედრო ტყვეების დაუბრუნებლობის და მათი გასამართლების, ისევე როგორც საერთაშორისო უფლებების ძირითადი პრინციპების დარღვევის საკითხებზე“, – აღნიშნავს მარუქიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button