მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და რიკერმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის როლის მნიშვნელობას

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო აშშ – ს ევროპისა და ევრაზიის საკითხებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია. ამის შესახებ “არმენპრესს” აცნობეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან.

მიესალმა რა აშშ-ს მაღალი რანგის დელეგაციის წარმომადგენლებს, ნიკოლ ფაშინიანმა მნიშვნელობა მიანიჭა სომხურ-ამერიკული თანამშრომლობის განვითარებას და აღნიშნა, რომ ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგისა და პერსპექტივების განსახილველად.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გზავნილს სომხეთის გენოციდის ოფიციალური აღიარებისა და დაგმობის შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას. ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომეხთა გენოციდის აღიარება და დაგმობა რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან სომეხი ხალხის უსაფრთხოების გამოწვევები ბოლო 100 წლის განმავლობაში არ შეცვლილა, და არცახის წინააღმდეგ აღვირახსნილმა 44 დღიანმა ომმა ეს გვიჩვენა, ვინაიდან ამ ომში ჩართული იყვნენ იგივე მოთამაშეები, რომლებიც მონაწილეობდნენ სომეხთა გენოციდის ორგანიზებასა და განხორციელებაში.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებით სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ იგი პირველად სტუმრობს სომხეთს და სიამოვნებით იმყოფება ერევანში სომეხ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. ფილიპ რიკერმა ნიკოლ ფაშინიანს გადასცა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის – ენტონი ბლინკენის მისალმებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთთან პარტნიორობის განვითარების მზადყოფნა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მაღალი შეფასება მისცა სომხეთში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისკენ მიმართულ პროცესებს და 2018 წლის საპარლამენტო არჩევნები სამაგალითოდ მიიჩნია. აღინიშნა ამერიკული მხარის მზადყოფნა გააგრძელოს სომხეთის დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში.

მოსაუბრეები შეეხნენ რეგიონში არსებულ ვითარებას. მხარეებმა აღნიშნეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების როლის მნიშვნელობა და დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა.

არცახის საკითხის კონტექსტში სრ პრემიერ-მინისტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა სომხეთის მხარის პოზიცია – რომ მთიანი ყარაბაღის დაპირისპირება უნდა მოგვარდეს ეუთოს მჯ თანათავმჯდომარეობის ეგიდით, მშვიდობიანი პროცესის ფარგლებში, თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ პრინციპებზე დაყრდნობით.

ნიკოლ ფაშინიანმა თანამოსაუბრის ყურადღება გაამახვილა ტყვეების, მძევლებისა და სხვა დაკავებულების დაუყოვნებლივი დაბრუნების აუცილებლობასა და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ნაწილების დაუყოვნებლივი გაყვანის აუცილებლობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button