ანალიტიკამთავარი

შეერთებული შტატები ბრუნდება რეგიონში – ექსპერტები სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის შესახებ

ერევანშია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი. სომხეთში ვიზიტს წინ უსწრებდა ვიზიტები საქართველოსა და აზერბაიჯანში. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანს მსხვილი პარტნიორი უწოდა. რა დღის წესრიგით ჩამოვიდა სომხეთში მაღალი რანგის დიპლომატი? აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტები გულისხმობს თუ არა აშშ-ს რეგიონალური პოლიტიკის შეცვლას?

აშშ და ევროპა ბრუნდებიან რეგიონში და ცდილობენ დაარღვიონ რეგიონალური სუპერსახელმწიფოების უფლება გააკეთონ ერთიანი ან შეთანხმებული გადანაწილება. პოლიტოლოგ რობერტ ღევონდიანის აზრით, ამ შემთხვევაში საუბარია რუსეთ-თურქეთის შეთანხმებებზე, რომელთა შედეგები თვალსაჩინო იყო არცახის ომში. პოლიტოლოგის აზრით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერის ვიზიტი აზერბაიჯანსა და სომხეთში ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები ცვლის ”იზოლაციის” პოლიტიკას, რამაც დაბლოკა სხვა მოთამაშეების შესვლა რეგიონში.

”რუსეთმა და თურქეთმა შეძლეს შეთანხმება და თავიანთი ინტერესების რეალიზება სომხეთის ინტერესების გაუთვალისწინებლად. ისინი არ გაითვალისწინებდნენ აზერბაიჯანის ინტერესებსაც, მაგრამ პროცესები ისე წავიდა, რომ რუსეთ-თურქეთის შეთანხმება აზერბაიჯანის ინტერესებში შედიოდა, და ამ უკანასკნელმა აქ მოიგო. დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა. გააქტიურდნენ ის ძალები და ცენტრები, რომლებსაც იმ დროს შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ აშშ-ს პოზიციის გამო მონაწილეობას გამოეთიშნენ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ამიერიდან რეგიონის ზესახელმწიფოებს არ მიეცემათ შესაძლებლობა განახორციელონ ერთპიროვნული გადაკეთება”, – აღნიშნა ღევონდიანმა.

აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრისა და პატიმრების უკანონო დაკავების ფონზე, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ “907-ე რეზოლუციის” ძალაში დატოვება ბაქომ შეიძლება განიხილოს როგორც “მწვანე შუქი დაუსჯელად მოქმედებისთვის”. “907-ე რეზოლუციის” გახანგრძლივება გულისხმობს, რომ ვაშინგტონი გააგრძელებს აზერბაიჯანისთვის პირდაპირ, მათ შორის სამხედრო დახმარებას. გამოდის, რომ ერთი ხელით შეერთებული შტატები აზერბაიჯანს თითს უქნევს განცხადებების სახით, ხოლო მეორე ხელით აგრძელებს მხარდაჭერას. პოლიტოლოგ რობერტ ღევონდიანის აზრით, შეერთებული შტატები განაგრძობს სომხეთის და აზერბაიჯანის გაიგივებას, რადგან ამ უკანასკნელისთვის პრიორიტეტულია საკუთარი ინტერესები რეგიონში.

”ამ განცხადებებით სომხეთის მოთხოვნები სამართლიანად ითვლება და აშშ ითხოვს ტყვეების დაბრუნებას, მეორეს მხრივ, აშშ-ს ინტერესშია 907-ე რეზოლუციის შეჩერების გაგრძელება კიდევ ერთი წლით და სამხედრო ტექნიკის გაყიდვის ნებართვა ან შესაძლებლობა აზერბაიჯანისთვის, ამიტომ ისინი ამ ნაბიჯებს დგამენ. საჭირო არ არის მათი ერთმანეთთან შეპირისპირება, რადგან ორივე შეერთებული შტატების ინტერესებშია”, – ამბობს ღევონდიანი.

იმავდროულად, პოლიტოლოგ ედგარ ვარდანიანის აზრით, ყოველ შემთხვევაში განცხადებების თვალსაზრისით, შეერთებულ შტატებს გათანასწორების პრობლემა არ აქვს, რადგან აშკარაა, ვის ეხება ჯარის გაყვანისა და ტყვეების დაბრუნების განცხადებები.

”გათანასწორების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია თანაბრად კარგი ურთიერთობებით როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. აზერბაიჯანის შემთხვევაში იგი დაინტერესებულია, რომ ეს უკანასკნელი იყოს პარტნიორი, მაგალითად, არ დაუშვას, რომ იყოს სატრანზიტო ქვეყანა ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვებისთვის”, – შენიშნა ვარდანიანმა.

პოლიტოლოგის აზრით, 9 ნოემბრის განცხადება განსაზღვრულად ეწინააღმდეგება დასავლეთის ამჟამინდელ ინტერესებს, თუმცაღა მისი ყოფილი ადმინისტრაციის ინტერესი ხელმოწერის ეტაპზე არც ისე თვალსაჩინო იყო. სამმხრივ განცხადებაში არის პუნქტები, რომელთა განხორციელებაც დასავლეთისთვის არის მნიშვნელოვანი, ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.

”ერთ-ერთი ასეთი პუნქტია, მაგალითად, პატიმართა დაბრუნება და ინფრასტრუქტურის გახსნის პუნქტები. შეერთებული შტატები, რიკელის სახით შეეცდება შიდა პროცესებზე ზეწოლის მოხდენას, თუმცა გარედანაც ახდენენ ზეწოლას აზერბაიჯანზე და მათი ინტერესების განხორციელების პროცესში შესაძლოა საკითხიც დაიძრას, რადგან ამ საკითხზე, როგორც ჩანს, კონსენსუსი არსებობს დასავლეთსა და რუსეთ-თურქეთის ალიანსს შორის, რომ სომხეთის სუვერენული ტერიტორია წითელი ხაზია”, – ამბობს ღევონდიანი.

აშშ რეგიონალური ვიზიტის დღის წესრიგშია მინსკის ჯგუფის მისიის აღდგენის  საკითხიც, ამბობს პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი. მისი თქმით, აზერბაიჯანს მიახვედრებენ, რომ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა შეუძლებელია მინსკის ჯგუფის გარეშე. გაიმართება დისკუსია განბლოკვის საკითხზეც, ამბობს ვარდანიანი.

”შეერთებული შტატები დაინტერესებულია გზების განბლოკვით, მაგრამ შეეცდება ყოველგვარი ძალისხმევა იხმაროს, რომ ეს პროცესი არ განხორციელდეს რუსეთის ან თურქეთის დომინირების ფარგლებში და დასავლეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ.”

ამასობაში, პოლიტოლოგ რობერტ ღევონდიანის აზრით, განბლოკვის საკითხები განიხილება მომავალში, ამ დროისთვის კი იქმნება შესაძლებლობა ახალი მოთამაშეებისათვის აშშ – ის, ევროპისა და ირანის სახით, რაც საშუალებას მისცემს სომხეთს მარტო არ დარჩეს თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის წინაშე.

ნახეთ მეტი
Back to top button