მთავარისაზოგადოება
ერევანი-ბათუმი-ერევანი ჩქაროსნული მატარებელი 15 ივნისიდან მუშაობას განაახლებს

ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელი მუშაობას 15 ივნისიდან განაახლებს. ამის შესახებ სკრ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის დეპარტამენტმა განაცხადა.
მატარებელი სომხეთის დედაქალაქიდან ყოველდღე 15:30 საათზე გაემგზავრება, ხოლო ბათუმიდან 15:40 საათზე.
ბილეთები იყიდება ერევნის, ვანაძორის, გიუმრისა და არმავირის სადგურების სალაროებში ასევე სამხრეთ კავკასიის რკინიგზის საიტზე.
საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მატარებლების დეტალურ განრიგს, კორონავირუსის პირობებში მოგზაურობის წესებს.