მთავარიპოლიტიკა

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი შევიდა მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტის ჩამონათვალში

«QS World University Ranking 2022» – მა გამოაქვეყნა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების სარეიტინგო სია, სადაც პირველად შედის ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  სიაში ის 801+ (800-1000) ადგილზეა.

ყოველწლიურად Topuniversities.com აქვეყნებს სხვადასხვა  რეიტინგებს, რეგიონალურ, დარგობრივ, უნივერსიტეტების  პროფესიონალური მიმართულებების და ა.შ., რომლის საბოლოო შედეგები წარმოდგენილია “მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის” ცხრილში.

ყოველწლიურად  ქვეყნდება სამი ძირითადი ცხრილი: QS World University Ranking», «Times Higher Education World University Rankings » და  «Academic Ranking of World Universities (ARWU) by the ShanghaiRanking Consultansy». ერევენის სახელმწიფო უნივერსიტეტი შევიდა მხოლოდ «QS World University Ranking» სიაში, დანარჩენ ორში სომხეთის უმაღლესი სასწავლებლები არ შესულა.  

ნახეთ მეტი
Back to top button