ეუთო / დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი გეგმავს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დღეს 250 მოკლევადიანი დამკვირვებლის მოთხოვნას ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისგან
ეუთო / დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი გეგმავს სომხეთში 20 ივნისის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დღეს 250 მოკლევადიანი დამკვირვებლის მივლინების მოთხოვნას ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებისგან. ამის შესახებ იტყობინება ეუთოს ოფიციალური ვებგვერდი.
ამავე დროს, აღინიშნება, რომ მოკლევადიანი დამკვირვებლები განლაგდებიან ქვეყნის მასშტაბით, ორი სულისგან შემდგარ მრავალეროვანი ჯგუფების შემადგენლობაში, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ბიულეტენების დათვლისა და შედეგების მონიტორინგისთვის ყველა დონეზე.
არჩევნების მეორე დღეს, დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი თავის პარტნიორებთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს განცხადებას წინასწარი დასკვნების შესახებ. საბოლოო ანგარიში მთელ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესახებ გამოქვეყნდება სადამკვირვებლო მისიის დასრულებიდან დაახლოებით რვა კვირის შემდეგ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია არჩევნებს შეაფასებს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებისა და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების, აგრეთვე ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
დამკვირვებლები ყურადღებით დააკვირდებიან კანდიდატების რეგისტრაციას, კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამთავრობო უწყებების მუშაობას, საარჩევნო კანონმდებლობას და მის გამოყენებას, მედიასა და არჩევნებთან დაკავშირებული დავების მოგვარებას.
ეოჰან მერფის ხელმძღვანელობით მისიამ სომხეთში მუშაობა დაიწყო 18 მაისს. იგი შედგება 11 საერთაშორისო თანამშრომლისგან, რომლებიც ეუთოს ცხრა მონაწილე სახელმწიფოს წარმოადგენნენ და მუშაობენ ერევანში მდებარე სათაო ოფისში. გარდა ამისა, დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა სთხოვა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს 25 გრძელვადიანი დამკვირვებლის გაგზავნა, რომლებიც 26 მაისიდან არიან განლაგებულნი ქვეყნის მასშტაბით. მისია შეიძლება გაგრძელდეს, თუ დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი გადაწყვეტს შესაძლო მეორე ეტაპზე დაკვირვებას.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაციის გაგზავნას აპირებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაც.
დემოკრატიული დაწესებულებებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ადრე დააკვირდა სომხეთში ჩატარებულ 11 არჩევნებს, რომელთაგან ყველაზე უკანასკნელი იყო 2018 წლის ნოემბრის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.