მთავარიპოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი ჭამბარაკში უსაფრთხოების საკითხებს შეეხო

სომხეთის სოტკ-ხოზნავარის სექტორში სიტუაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით. ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც რიგგარშე საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობს “სამოქალაქო ხელშეკრულების” პარტიის წინასაარჩევნო სიას, ჭამბარაკში ამომრჩევლებთან  შეხვედრაზე თქვა.

”ამ დღეებში ჩვენ ძალიან აქტიურ თანამშრომლობასა და დისკუსიაში ვართ რუსეთის ფედერაციის ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ფართოდ არიან ჩართულნი. სინამდვილეში, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვწყვეტთ  ამ პრობლემას,” – თქვა ნიკოლ ფაშინიანმა. მან განაცხადა, რომ ამავე დროს ისინი აქტიურად მუშაობენ სხვა საერთაშორისო პარტნიორების, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფარგლებში.

როგორც მან აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გარდა, ისინი ხედავენ სომხეთის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ჯარის გაძლიერებით,  პროფესიონალური  ჯარის შექმნით. არმიაში განხორციელებული რეფორმები მოიცავს მუდმივი ბაზების, იარაღისა და საბრძოლო მასალის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ხელფასების გაზრდას და ა.შ. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ამისთვის საჭიროა ვიმუშაოთ, ხელი შევუწყოთ მოქალაქის შრომას, ეკონომიკის განვითარებას. მან ხაზი გაუსვა, რომ ყველა პრობლემის გადაჭრისათის საჭიროა მუშაობა,  რაც  შეგვიძლია გავხადოთ ეფექტური განათლების მეშვეობით.  

ნახეთ მეტი
Back to top button