მთავარიპოლიტიკა

რეგიონის განბლოკვის გასაღები არის სომხეთის განბლოკვა. ალექსეი ოვერჩუკი

სამმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს არსებითი განხილვა რეგიონის განბლოკვის შესახებ. ამ პრობლემის გადაჭრის გასაღები არის სომხეთის განბლოკვა, რომელიც დე ფაქტო ბლოკირებული ქვეყანაა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

ამის შესახებ სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ვიცე-პრემიერების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაზე საუბრისას “როსიისკაია გაზეტას” -თან ინტერვიუში განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა, .

”კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ამიერკავკასიაში სატრანსპორტო კომუნიკაცია გაიხსნება, ვაჭრობა განვითარდება, ორი ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს განვითარების ახალ ძლიერ სტიმულს და ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კეთილი ნება არსებობს”, – აღნიშნა ოვერჩუკმა.

რუსეთის ვიცე პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მხარეები თავიდანვე შეთანხმდნენ აირჩიონ მიდგომა საღი აზროვნების საფუძველზე, რომელმაც საშუალება მისცა განიხილონ ყველა შესაძლო სარკინიგზო და საგზაო მარშრუტი ორ ქვეყანას შორის.

”განიხილება სატრანსპორტო კომუნიკაციის შესაძლებლობები აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სომხეთის ტერიტორიით. ამავდროულად, იჭრება პრობლემები აზერბაიჯანის გავლით სომხეთიდან რუსეთში ან ნახჭევანის გავლით სომხეთიდან და რუსეთიდან ირანში მარშრუტის დაწყებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სომხეთს შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიყენოს აზერბაიჯანის პორტები კასპიის ზღვაში ტვირთის გადასაზიდად ცენტრალური აზიის ქვეყნებში ან ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სომხეთში”, – თქვა მან.

ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ სომხეთს ძალზე შეზღუდული აქვს სატრანსპორტო შესაძლებლობები გარე სამყაროსთან, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას, უარყოფით გავლენას ახდენს მიგრაციაზე, ხელს უშლის სომხეთს სრულად აღმოაჩინოს თავისი პოტენციალი და გახდეს წარმატებული ქვეყანა.

”რეგიონში სატრანსპორტო განბლოკვა მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ყველა მეზობელი ქვეყნისთვის. ამავდროულად, სომხეთს შეეძლება გარდაიქმნას არა მხოლოდ სპარსეთის ყურის ირანული პორტების შავი ზღვის პორტებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძი, არამედ შეძლებს გააფართოოს საკუთარი წარმოება, ვინაიდან რეალიზების ახალი ბაზრების შემოსვლის შესაძლებლობა შეიქმნება და  ექსპორტის შეზღუდვა წარსულს ჩაბარდება. თანამედროვე ისტორიაში ასეთი შესაძლებლობები არასდროს გახსნილა, და ეჭვგარეშეა, რომ ამ ახალ კონფიგურაციაში აზერბაიჯანი და სომხეთი ძირითადი ბენეფიციარები იქნებიან. რუსეთი ამაში ეხმარება მათ და რეგიონის ყველა სხვა ქვეყანას”, – თქვა ალექსეი ოვერჩუკმა.

ინტერვიუში რუსეთის ვიცე პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შედეგები, ხაზი გაუსვა, რომ როდესაც ყველა გამოსავალი მოიძებნება და აზერბაიჯანი და სომხეთი გადაწყვეტენ, რომ მზად არიან მათი ხორცშესხმისთვის, მაშინ შესაძლებელი იქნება გზების აღდგენა, შემდეგ კი სატრანსპორტო კომუნიკაციების განახლება.

“მნიშვნელოვანია კარგი მომავლის დანახვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ახლა არავინ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც კიდევ უფრო გაართულებს ამ ისედაც რთულ ურთიერთობას”, – დაასკვნა ალექსეი ოვერჩუკმა.

ნახეთ მეტი
Back to top button