საზოგადოება
ძლიერდება რუსეთის სამხედრო ყოფნა სიუნიქში: კოპირკინი
სომხეთში რუსეთის ელჩმა სერგეი კოპირკინმა „Sputnik სომხეთთან“ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ყოფნა სომხეთის სიუნიქის რეგიონში.
კერძოდ, გორის-დავით ბეკის და კაპან-ჩაკატენის გზაზე დამონტაჟდა რამდენიმე დამატებითი სასაზღვრო პუნქტი.
”რუსული მხარის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას სატრანსპორტო კომუნიკაციის კონტროლის დროს წარმოქმნილი საკითხების მშვიდობიან მოგვარებაზე”, – თქვა კოპირკინმა.