მთავარიპოლიტიკა

“საქართველოსთვის ალიანსის კარი ღიაა” – იენს სტოლტენბერგი

,,მთავარი არხი” წერს, რომ NATO-ს 30 წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის NATO-ს 2030 ახალ სამიზნეებს, თავდაცვითი ხარჯების გაზრდას, ძალების მოდერნიზაციას, რუსულ საფრთხეებსა და მოკავშირეების მხარდაჭერის ახალ პროგრამებს განიხილავენ. სამიტს პრეზიდენტის რანგში პირველად ესწრება შეერთებული შტატების ლიდერი ჯო ბაიდენი.

სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქართველოს შესახებ ისაუბრეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. ლიდერების განცხადებით ოფიციალური თბილისის ნატოს მთავარი მოკავშირეა და მისთვის ალიანსის კარი ღიაა.

დარწმუნებული ვარ, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ლიდერები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, თუმცა წინასწარ ვადებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ამ ეტაპზე ფოკუსირებულები ვართ, საქართველოსთვის რეფორმების გატარების თავდაცვითი ძალებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაციის საკითხების მხარდაჭერაზე. საქართველოსთვის ალიანსის კარი ღიაა. სუვერენული ქვეყნის გადასაწყვეტია საკუთარი თავდაცვითი მიმართულების არჩევა და ამ პროცესში რუსეთს რჩევის უფლება არ აქვს. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, ამ რეგიონში ჩვენი წევრი სახელმწიფოები არიან. საქართველოსა და უკრაინის სახით კი ახლო მოკავშირეები, რომელთანაც შავი ზღვის რეგიონის დაცვის საკითხზე აქტიურად ვთანამშრომლობთ, – ამბობს სტოლტენბერგი.  

რაც შეეხება ლიეტუვას პრეზიდენტის მიმართვას, როგორ გიტანას ნაუსედამ თქვა, ის მიესალმება ალიანსის ღია კარის პოლიტიკას, სადაც “პირველ რიგში მათ მოკავშირეებსა და მეზობლებს საქართველოსა და უკრაინას გულისხმობს”. მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის NATO-ს წევრად გახდომის შესახებ, აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ნახეთ მეტი
Back to top button