მთავარიპოლიტიკა

თურქული საიტი. ,,იალტის კონფერენციის დადებითი შედეგი უზრუნველყოფილ იქნა ”სომხური კონიაკის წყალობით”

თურქულმა საინფორმაციო საიტმა “Timetürk” გამოაქვეყნა შესანიშნავი სტატია სომხური კულტურის, განსაკუთრებით მეღვინეობის შესახებ. ჯერ, ისტორიული მიმოხილვით ინფორმაციას გვაწვდის  სომეხი ხალხის ფორმირების შესახებ 5000 წელზე მეტი ხნის წინ. აღნიშნულია, რომ შუმერულ წერილობით წყაროებში, ბიბლიაში მოხსენიებულია უძველესი სახელმწიფო, სახელად არატტა, რომელიც გაიგივებულია არარატთან – სომხეთი.

შემდეგ თურქული წყარო მოიხსენიებს ბრიტანულ პერიოდულ გამოცემა “ტელეგრაფს”, სადაც მოხსენიებული იყო სომხური მეღვინეობა.

”სომხები მსოფლიოში ყველაზე ძველი მეღვინეობით დაკავებული ერია. როგორც მტკიცებულება, ბრიტანულ გაზეთში აღნიშნულია, რომ “არენი 1” გამოქვაბულის კომპლექსში 6000 წლის სიძველის მეღვინეობის კვალი აღმოაჩინეს. გაზეთი ასევე შეახსენებს, რომ სომხები პირველი ხალხია, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა, როგორც ოფიციალური რელიგია. სომხეთში მრავალი ეკლესია და მონასტერია, ძნელია იმის გარკვევა, რომელი მათგანია ყველაზე დიდებული ”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთის გარეთ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ”1915 წლის მოვლენებმა მილიონობით სომეხი აიძულა ემიგრაციაში წასულიყვნენ სხვა ქვეყნებში, შემდეგ კი ამ ქვეყნებში შეიქმნა დიდი სომხური სათვისტმოები”, – წერს TimeTurk და აღნიშნავს, რომ სომხეთის გარეთ სულ მცირე 5-6 მილიონი სომეხი ცხოვრობს.

”სომხეთი არის ისეთი ცნობილი ადამიანების სამშობლო, როგორიცაა შერი, ანდრე აღასი, სერჟ თანკიანი, კარდაშიანი. სომხეთში მიიჩნევენ, რომ ნოეს კიდობანი არარატის მწვერვალზე გაჩერდა. არარატის მთა, რომელიც ახლა თურქეთში მდებარეობს, სომხეთის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა და წმინდა მთადაა მიჩნეული.”

წყარო ასევე აღნიშნავს, რომ სომხეთის დედაქალაქი არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, რომზე 29 წლით უფროსი. ხოლო სომხური ლავაშის პური რეგისტრირებულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული ღირებულებების ჩამონათვალში.

”ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი მათ შორისაა, ვინც სომხური კონიაკი დააგემოვნა. მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ ლიდერი იოსებ სტალინი ათობით ყუთ სომხურ კონიაკს უგზავნიდა ჩერჩილს.

არსებობს ჰიპოთეზაც კი, რომ იალტის კონფერენციის შედეგები მეტწილად სომხური კონიაკის და ღვინის გავლენით არის განპირობებული. ამის შესახებ Telegram წერს: ”ჩერჩილი, სტალინი და აშშ-ს პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ომის შემდეგ ყირიმში შეხვდნენ ევროპის განვითარების გზების განსახილველად. იალტის კონფერენციის დადებითი შედეგი სომხური კონიაკის და ღვინის წყალობით იქნა უზრუნველყოფილი. მოგვიანებით ჩერჩილის ერთ-ერთმა თანაშემწემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრმა იმდენი კავკასიური სასმელი დალია, რომ ნებისმიერი გონივრული ადამიანის დამშვიდება შეეძლო.”

ნახეთ მეტი
Back to top button