მთავარისაზოგადოება
აჭარაში სომეხ ტურისტებს საზიმო ვითარებაში შეხვდნენ

გუშინ, აჭარაში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნაზე, ერევან-ბათუმის მატარებელი ერთ წელზე მეტი შესვენების შემდეგ ჩამოვიდა. ადგილობრივი სომხები სომეხ ტურისტებს ორივე ქვეყნის დროშებით და პურ-მარილით შეხვდნენ. რკინიგზა სომხეთიდან თბილისსა და ბათუმისაკენ მუშაობს განახლებული მოძრავი შემადგენლობით და ახალი ვაგონებით.

აჭარის სომხური თემის ხელმძღვანელმა არტურ ჰოვანისიანმა „რადიოლურთან“ საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში კომენდანტის საათის გაუქმებით სომეხი ტურისტების რიცხვი გაიზრდება.

„ერევან-ბათუმის მატარებელში ტურისტების მეტად მცირე რაოდენობა იყო, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საგანგებო კორონავირუსული რეჟიმის გაუქმების შემდეგ მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება“, – თქვა მან.
