
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ჟურნალისტებს ელაპარაკა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სამიტის დღის წესრიგის შესახებ, რომელიც 16 ივნისს ჟენევაში, ლა გრანჟის ვილაში გაიმართება. 14 ივნისს, უშაკოვი შეხვდა რუსეთში აშშ-ს ელჩს ჯონ სალივანს, რომლის დროსაც დამტკიცდა ორი პრეზიდენტის შეხვედრის ფორმატი და დღის წესრიგი.
უშაკოვმა თქვა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტები განიხილავენ რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის მთიან ყარაბაღის, ახლო აღმოსავლეთის, სირიის, ლიბიის, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებულ ვითარებას, ავღანეთ-კორეის ნახევარკუნძულზე, უკრაინასა და ბელორუსში სიტუაციის დაეგულირებას.
პუტინს ბაიდენთან ორი სატელეფონო საუბარი ჰქონდა 26 იანვარს და 13 აპრილს. მანამდე მათ პირადი შეხვედრა ჰქონდათ 2011 წელს, როდესაც ბაიდენი იყო შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი. ჟენევის შეხვედრა აშშ-ს ინიციატივით ტარდება”, – თქვა უშაკოვმა.