მთავარისაზოგადოება

სახელმწიფო მართვის ორგანოების შიდა დოკუმენტაციის მიმოქცევა მთლიანად ციფრულია: ავინიანი

მენეჯმენტის სისტემა ციფრულიზაციის ახალ ფაზაში შევიდა. სახელმწიფო მართვის ორგანოების შიდა დოკუმენტების მიმოქცევა მთლიანად ციფრულია. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტიგრან ავინიანმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განაცხადა.

”2021 წლის აპრილში დაიწყო მოქალაქეთა “სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებს” შორის კომუნიკაციის სრული დიგიტალიზაციის პროცესი. E-request.am სისტემის საშუალებით შესაძლებელია განაცხადის, გამოძიების, საჩივრის ან სხვა სახის წერილის გაგზავნა ელექტრონულად,  ელექტრონული პასუხის მიღება  დაახლოებით 140 სახელმწიფო ორგანოსგან და ორგანიზაციისგან.

პროგრამა უკვე მოიცავს სომხეთის იუსტიციის სამინისტროს, მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის, ტერიტორიული ადმინისტრაციის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, საგანგებო სიტუაციების, შრომის, სოციალური დაცვის, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სამინისტროებს, სშ კომიტეტს, ქალაქთმშენებლობის კომიტეტის სამსახურებს, არაკომერციულ ორგანიზაციებს (გარდა სკოლებისა)”, – თქვა ავინინმა.

მან დასძინა, რომ ყოველივე ამის შედეგად   მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეთა და სახელმწიფო ორგანოების დანახარჯები (ქაღალდი, ბეჭდვა და საფოსტო მომსახურება)  შემცირდება მომსახურების ვადები.

ნახეთ მეტი
Back to top button