მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და არცახის საგარეო საქმეთა სამინისტროები გმობენ ერდოღანის ვიზიტს შუშში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაცრად დაგმო თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ერთობლივი ვიზიტი 15 ივნისს სომხეთის ისტორიულ და კულტურულ ცენტრში ქალაქ შუშიში,  რომელიც ამჟამად აზერბაიჯანის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და სახალხო დიპლომატიის დეპარტამენტმა გააკეთა.

”საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტს წინ უძღოდა იძულებით გადაადგილებული სომეხი მოსახლეობის რელიგიური, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, მათ შორის თურქეთ-აზერბაიჯანის ძალების მიერ არცახის  წინააღმდეგ დაწყებული ომის დროს და შემდგომში შუშის ღაზანჩეცოცის საკათედრო ტაძრის წაბილწვა. სომხეთის გენოციდის ხსოვნისადმიმიძღვნილი ძეგლის სრული განადგურება”, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს არცახის  მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შედეგების კონსოლიდაციას, მნიშვნელოვნად შეარყევს რეგიონში სტაბილურობის დამყარების საერთაშორისო მცდელობებს, რაც სრულიად მიუღებელია. ”სომეხი ხალხისთვის თურქეთ-აზერბაიჯანის გენოციდური საფრთხის განეიტრალება აუცილებელს ხდის არცახელი  სომხების უფლებების აღდგენას, მათ შორისაა არცახის რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას  და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებას  ამ ტერიტორიებზე.

ეს პროვოკაციული ქმედებები აშკარად ცხადყოფს ოფიციალური ანკარის განცხადებების სიყალბეს, როცა ის ლაპარაკობს  სომხეთსა და სომეხ ხალხთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე“, – იტყობინება სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ბოლოდროინდელი თურქეთ-აზერბაიჯანის აგრესიის შედეგების აღმოფხვრა უნდა განხორციელდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარების ფარგლებში, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა  და მისი ოჯახის თანხლებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა ოჯახმა არცახის  ისტორიულ დედაქალაქ შუშიში, რომელიც განადგურებული იქნა 1920-2020 წლებში თურქეთისა  და აზერბაიჯანის მიე, არის  “საერთაშორისო სამაღთლის მკაცრი დარღვევების აშკარა გამოვლინება”, -აცხადებს არცახის  საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს “ამგვარ ვიზიტებს არცახის  ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიიჩნევს, რომ ეს არის პროვოკაცია, განაცხადი ექსპანსიონისტურ-ექსტრემისტული პროგრამების გაგრძელების შესახებ”.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს თურქეთის პროვოკაციული ქმედებები, რადგან ასეთი ვიზიტები, ანკარისა და ბაქოს მიერ გაჟღერებული იდეები, მიღწეული შეთანხმებები და შუასაუკუნეების სულისკვეთებით აგჟღენთილი დამპყრობლური პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. ეს არის გამოწვევა ცივილიზებული კაცობრიობისადმი,   დარტყმაა  ყველა იმ ორგანიზაციისა და სტრუქტურის რეპუტაციაზე, რომელშიც გაწევრიანებულია თურქეთი.

ნახეთ მეტი
Back to top button