პოლიტიკა

არმენ აშოტიანი: შეუძლებელია არ გვაწუხებდეს თურქეთის ყარაბაღის საზღვრებთან გამოჩენა

შეუძლებელია არ გვაწუხებდეს თურქეთის ყარაბაღის საზღვრებთან გამოჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის არ მიეკუთვნება იმ ძალებს  რომლებიც  მზაობენ მთიანი ყარაბაღისათვის საბოლოო სტატუსის მინიჭებაზე.  ამის შესახებ  არმენ აშოტიანმა Facebook-ის   საკუთარ გვერდზე დაწერა.

”მე მესმის რუსეთის პოზიცია და ყურადღებით ვაკვირდები რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს მთელ ფრონტზე, ყირიმიდან სირიამდე, შუა აზიიდან ლიბიამდე.

რუსეთს სჭირდება თურქეთი დასავლეთთან საბრძოლველად და ამას ერდოღანი ოსტატურად იყენებს. დამყარდა ურთიერთობები, რომლებსაც შეიძლება ვუწოდოთ “ახლობელთა კონფლიქტი”.

მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა არის თურქეთი და ვინ არის ერდოღანი. ეჭვი არ მეპარება, რომ თურქეთი გადამწყვეტ მომენტში ზურგს შეაქცევს მოსკოვს და ეს პერსპექტივა საშიშია არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ სომხეთისთვისაც.

ვფიქრობ, ამ საკითხში სტრატეგიული დაგეგმვის ჰორიზონტი უნდა გაფართოვდეს.

ბოლოდროინდელმა ომმა არცახში, სადაც  თურქეთის ინტერვენცია იყო ძალადობრივი და თავხედური, კიდევ ერთხელ გამოკვეთა სომხების ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი რეგიონში.

ბევრმა აღნიშნა, რომ სომხეთის გენოციდის შემდეგ, თურქეთი არ შეცვლილა, არც ერთი სანტიმეტრით არ მიახლოვებია ცივილიზებული და მშვიდობიანი სახელმწიფოს სტანდარტებს.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის ინტერესების ხარჯზე არ უნდა ვიყოთ ლოიალური თურქეთთან ვაჭრობაში, რადგან საბოლოოდ არც ლოიალობა  იქნება და არც სომხეთი.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი შესაძლებელია დარჩეს რეგიონში  „ცხვირით ”,  უფრო სწორად  კი   –    „სომხური ცხვირის“ გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button